Monday, August 26, 2013

                   სხეულის სითბური გაფართოება
გაკვეთილის თემა
სითბური გაფართოება
სწავლების საფეხური
VIII-კლასი
მოსწავლეთა პროფილ
7 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
 მოსწავლეები ჩატარებული ცდების ანალიზით ღებულობენ სრულ წარმოდგენას გათბობით სხეულთა გაფართოებაზე. განხილული სურათის ანალიზით გაიგეს წყლის ანომალია. მივიდნენ დასკვნამდე, რომ თანაბარი სითბოს გადაცემით სხეულები სხადასხვანაირად ფართოვდებიან. აქედან გამომდინარე არჩევენ მათ პრაქტიკულ გამოყენებას.  
წინასწარი ცოდნა
ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობების ცვლილება
გაკვეთილის მსვლელობა
A-ფაზა
პირველი აქტივობა
საშინაო დავალების ანალიზი.
საშინაო დავალებაა ჩასატარებელი ცდა ცარიელ ბოთლზე მორგებული რეზინის ბუშტი ბოთლის გათბობა გაცივების შედეგად როგორ იცვლება.
B-ფაზა
სითბურ გაფართოებაზე ახალი მასალის გადაცემა დისკუსიით და კითხვა პასუხის რეჟიმში.
მოსწავლეები ჯგუფურად ატარებენ ცდებს, აკვირდებიან და აკეთებენ ანალიზს.
მეორე აქტივობა:
 კოლბაში ასხამენ წყალს და მონიშნავენ. სპირტქურაზე გააცხელებენ და ისევ აკვირდებიან ცვლილებებს.
მესამე აქტივობა:
შტატივზე დაამაგრებენ ლითონის ბურთულას და გაატარებენ რგოლში. ბურთულას გააცხელებენ და ისევ გაატარებენ რგოლში და აკვირდებიან ცვლილებებს.
მეოთხე აქტივობა:
აკვირდებიან ბიმეტალურ ფირფიტას და ლითონთა (სპილენძი და რკინა)  თვისებებიდან გამომდინარე აკვირდებიან.
C-ფაზა
შეფასება და დაკვირვება
სასწავლო მასალა
შტატივი, ძაფი, ფოლადის ბურთულა, რგოლი, კოლბები, სპირტქურა, ბიმეტალური ფირფიტა.
შეფასება
შეფასება მოხდება რუბრიკით


კრიტერიუმი
1-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლეს შეუძლია ცდის და დაკვირვების საფუძველზე ანალიზის გაკეთება და დასკვნის გამოტანა
ვერ ჩაატარა ცდა და შესაბამისად ვერ გააკეთა ანალიზი.
ხარვეზებით ჩაატარა ცდა და ვერ გააკეთა ანალიზი
სრულყოფილად შეძლო ცდის ჩატარება,   გააკეთა ანალიზი
შეცდომების გარეშე ჩაატარა ცდა  და ანალიზიც  შესაბამისად სრულყოფილია და გამოიტანა დასკვნა